მცხეთა-მთიანეთის ეკონომიკური პერსპექტივები და რეგიონში განხორციელებული პროექტები ამოსაბეჭდი ვერსია

2015-04-22

პროექტი „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას.

pp

1   2

3   4

5   6

 

საქართველოს მთავრობამ 2013-2014 წლებში მცხეთა-მთიანეთში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

რეგიონში დასრულდა 124 ინფრასტრუქტურული პროექტი და მიმდინარეობს 132 პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 56 მილიონი ლარია. მათ შორის არის გზების - 39 პროექტი; წყალმომარაგების - 43 პროექტი; ნაპირგამაგრების - 24 პროექტი; გარე განათების - 9 პროექტი.

მნიშვნელოვანი სიახლეებია ეკონომიკური მიმართულებით. გუდაურში დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და სათხილამურო სეზონი 5 თვემდე გაიზარდა; აშენდა სამაშველო შენობები; შემუშავდა ერთიანი სააბონემენტო სისტემა (გუდაური, ბაკურიანი); გაფართოვდა და ქვებისაგან გაიწმინდა სათხილამურო გზები; შეიქმნა სასრიალო ბარათების ჩატვირთის ონლაინ სისტემა; შემუშავდა ონლაინ გაყიდვების სისტემა; კურორტს უფასო სარგებლობისთვის დაემატა ახალი WI-FI წერტილები; აშენდა სნოუპარკი; აღდგა და გარემონტდა საბაგიროებისა და სალაროების ჯიხურები; ჩატარდა საბაგიროების და მთის სპეცტექნიკის შემოწმება-რემონტი; გაფორმდა მემორანდუმი კომპანია „SKIDATA"-სთან, რაც აბონემენტების შედარებით იაფად შეძენის საშუალებას იძლევა; ტურისტული კომპანიებისთვის და სასტუმროებისთვის მოხდა გუდაურის და დიდველის ერთდღიან აბონემენტებზე 20%-იანი ფასდაკლების შეთავაზება; განხორციელდა გზებისა და ველობილიკების მარკირება; მოეწყო ონლაინტრანსლაციის კამერები; ამჟამად მიმდინარეობს: გათოვლიანების სისტემის II ფაზა; ხელოვნური ტბის მშენებლობა; 2100 მეტრიანი სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობა; გუდაური-კობის საბაგიროების დაპროექტება; სასტუმრო „შერატონის" მშენებლობა; კურორტის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა;

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 8 ახალი საწარმოს მშენებლობა და 9 საწარმოს გადაიარაღება დააფინანსა; შეიქმნა 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; შეღავათიანი აგროკრედიტით გაიცა 290 სესხი; გაცემულია აგროდაზღვევის 24 პოლისი; 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი ჩაერთო 40 000-ზემეტი ფერმერი; მოიხნა 4,819 ჰექტარი მიწა; სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 3 ობიექტზე და შედეგად წყლის მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდება 1 600 ჰა მიწაზე; დამატებით წყალუზრუნველყოფილი გახდება 2 200 ჰა მიწა; უკვე წყალუზრუნველყოფილია 9 400 ჰა მიწა.

გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დუშეთში, სოფელ ლაფანაანთკარში გაიხსნა სანერგე მეურნეობა; კამპანია „მწვანე მომავალის" ფარგლებში დაირგო 6 000 ძირი ნერგი; კეთილმოეწყო ნაგავსაყრელები დუშეთსა და თიანეთში.

ენერგეტიკის სამინისტროს ძალისხმევით, რეგიონში ელექტრიფიცირდა 10 უშუქო სოფელი; გამრიცხველიანდა 5000-ზე მეტი ოჯახი; 2013-2014 წლებში გაზიფიცირდა 7 400 ოჯახი; ექსპლუატაციაში შევიდა 3 ჰიდროელექტროსადგური: „არაგვიჰესი", "ლარსიჰესი" და „ყაზბეგიჰესი"; დასრულდება „დარიალჰესის"ელექტროსადგურის მშენებლობა.

რაც შეეხება განათლების სფეროს, აშენდა 2 სკოლა მუხრანსა და წილკანში; რეაბილიტირდა 129 სკოლა და 1პროფესიული სასწავლებელი; 2015 წლისთვის დაგეგმილია 12 სკოლისა და 1 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია; რეაბილიტირდა 5 და აშენდა 2 საბავშვო ბაღი; მიმდიანარეობს 5 და დაგეგმილია 24 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; გაზიფიცირდა 4 საბავშვო და 1 ბაგა-ბაღი.

ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონში გაიხსნა 7 ახალი ამბულატორია; ასევე - ტრავმატოლოგიური პუნქტი დაბა გუდაურში, რეგიონს გადაეცა სასწრაფო დახმარების 12 მანქანა; 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სოციალურ დახმარებაზე გაიცა 25 887 957 ლარი; 59 726 ადამიანია დარეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში; საარსებო შემწეობა მიიღო 7 ათასამდე ოჯახმა და გაიცა 11 მილიონი ლარი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებს გაეწიათ 47 000 ლარის დახმარება.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით რეგიონში 17 პრობაციონერი დასაქმდა. 2015 წელს კი თიანეთში იუსტიციის სახლი გაიხსნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, აშენდა და თანამედროვე ინვენტარით მოეწყო გუდაურის ადმინისტრაციული პოლიციის შენობა და საგურამოს პოლიციისადმინისტრაციული შენობა; სოფელ მუხრანში გარემონტდა ახალგორის რაიონული ადმინისტრაციული შენობა და ასევე სოფელ ოძისში არსებული ბლოკსაგუშაგო; მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ჟინვალის პოლიციისადმინისტრაციულ შენობაში; დაგეგმილია თიანეთის და ყაზბეგის რაიონული სამმართველოების რემონტი.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრში გარემონტდა სარეაბილიტაციო და რეზიდენციის შენობები; განთავსდა პანდუსები; გარემონტდა ადაპტირებული კალათბურთის მოედანი.

კულტურის სამინისტრომ ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვა მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთისა დადუშეთის ფოლკლორული ანსამბლები; კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვა მცხეთისა და ფასანაურის სამუსიკო სკოლები, ხოლო საესტრადო მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა თიანეთი სკულტურის ცენტრი და წეროვანის დევნილთა დასახლების კულტურის სახლი; კინოჩვენებისათვის საჭიროაპარატურა გადასცა ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთისა და წეროვანის დევნილთა დასახლების კულტურის სახლს; მიმდინარეობს დაბა თიანეთის კინოთეატრის აღდგენა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სამხატვრო ინვენტარი გადაეცა მცხეთის სამხატვრო სკოლას; განხორციელდა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციოსაკონსერვაციო სამუშაოები შემდეგ ძეგლებზე: მიმდინარეობს მუცოს, შატილის ავარიული კოშკების, სოფელფუძნარის ტაძრის, ბებრისციხის, არმაზციხე-ბაგინეთის რეაბილიტაცია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს გადასცა სპორტული ინვენტარი; პროგრამის - „საქართველოს მოხალისე", ფარგლებში შეირჩევა მოხალისეთა 10 კოორდინატორი, რომელთა მიზანიიქნება რეგიონში სხვადასხვა აქტივობების ინიცირება.

რაც შეეხება რეგიონის მიერ განხორციელებულ პროექტებს, იწყება მცხეთა-მთიანეთის ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, მოსალოდნელია 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია; მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა სამთავროს და ჯვრის მონასტრებთან; ბაგინეთის ციხე-სიმაგრეში მისასვლელი გზა გაუმჯობესდება; განხორციელდება საკონსერვაციო სამუშაოები დატურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ძალისის დასახლებასა და არმაზის ციხეში; მცხეთის სარეკრეაციო პარკის მოწყობა; ახალი შენობის მოწყობა მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმისათვის; დუშეთისის ტორიული ქუჩების ურბანული აღდგენა; დუშეთის ქალაქის პარკის აღდგენა; ჭილაშვილის სასახლის აღდგენა; „სტანციას" მუზეუმის რესტავრაცია; ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ანანურის ციხეში; სოფელ შატილის განვითარება; სტეფანწმინდის მუზეუმის აღდგენა; გერგეთის ტაძართან მისასვლელი გზის ურბანული აღდგენა; დარიალის მონასტერთან მისასვლელი გზის და პარკინგის მოწყობა; ასევე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გუდაურის ტბასთან.
გარდა ამისა, შემუშავებულია 2015-2017 წლების რეგიონის სამოქმედო გეგმა.