რაჭის ეკონომიკური პერსპექტივები და რეგიონში განხორციელებული პროექტები ამოსაბეჭდი ვერსია

პროექტი „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას.

 

pp

1   2

3   4

5   6

 

საქართველოს მთავრობამ 2013-2014 წლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. მოწესრიგდა რეგიონის ინფრასტრუქტურა და შესრულდა 1 200-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის - გზების რეაბილიტაციის 289 პროექტი; სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის 114 პროექტი; სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის 56 პროექტი; ნაპირსამაგრი სამუშაოები - 56 პროექტი; ხიდების რეაბილიტაცია - 24 პროექტი; სპორტული მოედნების, საყოფაცხოვრებო , კულტურულ-ადმინისტრაციული შენობების და სხვა დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია - 430 პროექტი; კეთილმოეწყო ამბროლაურის მუნიციპალური ნაგავსაყრელი და შემოიღობა ონის ნაგავსაყრელი.

სოფლის მეურნეობის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით გაიცა 22 სესხი; გადაიარაღდა 5 საწარმო; შეიქმნა 65 კოოპერატივი; საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით დახმარებას იღებს 23 328 ფერმერი; 2014 წელს რაჭაში გადამუშავდა 1.7 ათასი ტონა ყურძენი, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებმა 13 მლნ ლარი შეადგინა; ფუნქციონირებს მექანიზატორის სერვისცენტრი - 24 ერთეული ტექნიკით, ასევე - ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და წყლის, სურსათის შემოწმების ლაბორატორია.

განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, რეგიონში რეაბილიტირდა 71 სკოლა, 25 საბავშვო ბაღი და 1 პროფესიული სასწავლებელი; გაზიფიცირდა 2 სკოლა და 1 პროფესიული სასწავლებელი; სამედიცინო კაბინეტი მოეწყო 2 სკოლაში; აშენდა 4 საბავშვო ბაღი და მიმდინარეობს 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა; იგეგმება ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ ჟოშხაში; 19 სკოლისა და 1 პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია, ასევე, სამედიცინო კაბინეტის მოწყობა 10-მდე სკოლაში.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, რეგიონს გადაეცა სასწრაფო დახმარების 4 ახალი მანქანა; გაიხსნა 4 ახალი ამბულატორია; ლენტეხში 2015 წლის მაისში იწყება ახალი 15-საწოლიანი კლინიკის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება; დიპლომის შემდგომი განათლება ფინანსდება 3 ქალაქში; ონის, ცაგერის და ამბროლაურის რაიონული საავადმყოფოები გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში; საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაზღვეულია 21 000 ადამიანი; 62 სოფლის ექიმსა და 130 ექთანს გაეზარდა დაფინანსება; C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამის ფარგლებში 60%-იანი ფასდაკლებით შეძენილია 106 პეგილირებული ინტერფერონი; გაზრდილ სოციალურ დახმარებას იღებს 6 704 ოჯახი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში რეგიონში 42-მა ოჯახმა მიიღო დახმარება; შშმ პირებისთვის გაიცა 39 ერთეული დამხმარე საშუალება; დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მე-3 და ყოველ შემდგომ ბავშვზე ოჯახები იღებენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას, ასეთია უკვე 43 ოჯახი.
ენერგეტიკის სამინისტროს ძალისხმევით, ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდა 9 334 აბონენტს; გაზიფიცირდა 150 აბონენტი და 2 სკოლა და 1 პროფესიული სასწავლებელი; ე.წ. უშუქო სოფლებიდან 2015 წელს ელექტრიფიცირდება 4 სოფელი.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 15 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი ფართი, ხოლო 60-ზე მეტ ოჯახს გაუწია სოციალური დახმარება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ამბროლაურს გადასცა სპორტული ინვენტარი; ამბროლაურში ჩატარდა საჭადრაკო ფესტივალი და ფესტივალი რაგბში; დაგეგმილია სპორტული დარბაზის მშენებლობა ცაგერის მუნიციპალიტეტში და რეგიონში სპორტული მოედნების მოწყობა; ასევე, იგეგმება ამბროლაურში და ლენტეხში ქუჩის სავარჯიშოების მოწყობა.

იუსტიციის სამინისტრო ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას გეგმავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამბროლაურში საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური გახსნა; განათავსა 112-ის საინფორმაციო ბანერები; იგეგმება ამბროლაურის პოლიციის შენობის რეაბილიტაცია.
გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტ „მწვანე მომავლის" ფარგლებში რეგიონში 12 000 ნერგი დაირგო; შემუშავდა რაჭასა და სვანეთში დარიშხანშემცველი ნარჩენების უტილიზაციის გეგმა; ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 1 სარკოფაგის რეაბილიტაცია დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები 2 სარკოფაგის მშენებლობისთვის, სადაც განთავსდება არსებული დაბინძურებული ნიადაგი და ინერტული მასალა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონში რეაბილიტირდა 13 კულტურის სახლი; სამხატვრო სკოლებს გადაეცა ინვენტარი; კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა მუსიკალური სკოლები; კულტურის სახლებს გადაეცა ხალხური საკრავები; კინოჩვენებისთვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღიჭურვა ლენტეხისა და ონის მუნიციპალიტეტები; ამბროლაურში გაიხსნა ფოლკლორის სალოტბარო სკოლა.

რაც შეეხება მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს, ამ ეტაპზე ხორციელდება - ლუხუნ ჰესი 2; შენდება სასტუმრო შაორის ტბაზე; ხორციელდება ინვესტიცია ღვინის ტურიზმსა და სასტუმროს მშენებლობისთვის; აშენდება კომპანია ,,გეოფლაუერი"-ს სამაცივრე მეურნეობა; სოფ. გლოლაში მეცხოველეობის 2 კომპლექსი გაიხსნება, ასევე განხორციელდება პროექტი მევენახეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის.

ტურიზმის მიმრთულებით, მოწესრიგდა კურორტ ლაშიჭალასა და კურორტ ძუღურთან მისასვლელი გზები; 2015 წლისთვის დაგეგმილია უწერა-შოვის მიმართულებით 15 კმ-იანი გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია; გაიხსნა სასტუმრო ,,მეტეხარა"; მიმდინარეობს პროექტი „უწერა-მდგრადი განვითარების სოფელი", რომელიც კერძო საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.