შიდა ქართლის ეკონომიკური პერსპექტივები და რეგიონში განხორციელებული პროექტები

15-04-08

პროექტი „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას. 

1   2

3   4

 6    2911

საქართველოს მთავრობამ, 2013-2014 წლებში შიდა ქართლის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა.

ორი წლის განმავლობაში შესრულდა 1281 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, გზების რეაბილიტაციის 231 პროექტი; ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდა 27 ობიექტზე; რეაბილიტირდა 37 და აშენდა 3 ახალი ხიდი; რეაბილიტირდა სასმელი წყლის სისტემების 143 ობიექტი და მოეწყო 13 ახალი ჭაბურღილი, სარწყავისი სტემების 107 ობიექტი; გარე განათება მოეწყო 84 ობიექტზე; რეაბილიტირდა საკანალიზაციო სისტემების 33ობიექტი; რეაბილიტირდა 33 მინი სტადიონი; საყოფაცხოვრებო, სანიაღვრე-სადრენაჟე და სხვადანიშნულების რეაბილიტაცია განხორციელდა 570 ობიექტზე.

2015 წელს დაგეგმილია 659 ინფრასტრუქტურული პროექტი.

ქონება გადაეცა და დაფინანსდა 18 ახალი საწარმო; გადაიარაღდა 62 საწარმო; შეიქმნა 45 კოოპერატივი; შეღავათიანი აგროკრედიტით გაიცა 2 911 სესხი; გაიხსნა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი; საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით 2015 წელს 75 490 ფერმერი ისარგებლებს; ამჟამად მიმდინარეობს 11 ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა და 2-ისრეაბილიტაცია, ასევე, 18 სარწყავი არხის რეაბილიტაცია.

რაც შეეხება განათლების სფეროში განხორციელებულ პროექტებს, რეაბილიტირდა 145 სკოლა და გორის სასწავლო უნივერსიტეტი; სოფლებში - ხოვლესა და აბანოში აშენდა 2 სკოლა; 2015 წლიდან დაგეგმილია 26 სკოლის და 60 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და 5 სკოლის პროექტირება, ასევე სამედიცინო კაბინეტების მოწყობა ათობით სკოლაში.

მნიშვნელოვანი სიახლეებია ჯანდაცვის სფეროში. რეგიონს გადაეცა სასწრაფო დახმარების 14 ახალი მანქანა; გაიხსნა 22 ახალი ამბულატორია; საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაზღვეულია 188 875 ადამიანი; 133 ექიმს და 152 ექთანს გაეზარდა დაფინანსება; გაზრდილ სოციალურ დახმარებას იღებს 17 544 ოჯახი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში 61-მა ოჯახმა მიიღო დახმარება; შშმ პირებისთვის გაიცა 255 ერთეული დამხმარე საშუალება, ხოლო ფინანსური დახმარება გაიცა 227 ბენეფიციარზე; მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების ფარგლებში დაფინანსება გაიცა 6 186 ბენეფიციარზე.

რეგიონში არაერთი პროექტი განახორციელა ენერგეტიკის სამინისტრომ. კერძოდ, ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდა 218 628 აბონენტს; გაზიფიცირდა 12 950 აბონენტი; ელექტრიფიცირდა 7 უშუქო სოფელი.

რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს საქმიანობას შიდა ქართლში, 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ბინები გადაეცა 249 და დაუკანონდა 300 დევნილ ოჯახს; გორში იწყება 480-ბინიანი კორპუსების მშენებლობა დევნილებისთვის; სოციალური პაკეტით ისარგებლა 8 195-მა დევნილმა ოჯახმა.

იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, სოფელ მეჯვრისხევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა და მოსახლეობა სარგებლობს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით.

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტთა ახალი მისაღები ამოქმედდა, რომლის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კარდიო-ქირურგიული განყოფილებები თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი; გორში გარემონტდა ოფიცერთა სამსახურებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი 3 საცხოვრებელი კორპუსი; V ბრიგადის ტერიტორიაზე აშენდა - ეკლესია, 4 ახალი კოტეჯი, საარტილერიო და უზრუნველყოფის ბატალიონების ყაზარმები, გარემონტდა სასადილო; პოლიგონზე - ,,ვერხვები", აშენდა ახალი ყაზარმა, გარემონტდა სათვალთვალო კოშკი.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ რეგიონში გახსნა პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი და პრობაციონერთა სარეგისტრაციო და ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები.

გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტ „მწვანე მომავლის" ფარგლებში შიდა ქართლში დაირგო 17 750 ხის ნერგი; კეთილმოეწყო გორის, კასპის და ხაშურის მუნიციპალური ნაგავსაყრელები.

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს, აშენდა ერთი ახალი საჭიდაო დარბაზი; რეაბილიტირდა 33 მინი სტადიონი; მიმდინარეობს რაგბის სტადიონის და ერთი სპორტული კომპლექსის მშენებლობა. პროექტ მეკლდეურობის ფარგლებში, ნიქოზში დამონტაჟდა ხელოვნური კედელი; სპორტულ ვარჯიშში მუდმივადაა ჩართული 60 ახალგაზრდა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, განახლდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი ხოვლეში; ჩამოყალიბდა სპორტული გუნდები და ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები; გაიხსნა მედიათეკა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, ახალი ბიბლიოთეკით; სურამში შეიქმნა „მოხალისეთა კლუბი" მოზარდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის მიზნით; რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორის თეატრს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს, 5 კულტურის სახლს; კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა მუსიკალური სკოლები; მოეწყო და რეაბილიტირდა 3 დასასვენებელი პარკი.

შემუშავებულია შიდა ქართლის რეგიონის განვითარების 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სასმელი წყლის სისტემების სრულ რეაბილიტაციას, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და საკემპინგე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს.