პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პარიზში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-01

1 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პერსონალური მიწვევით, 30 ნოემბერს, პარიზში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე, ასევე დაესწრო ოფიციალურ სადილს, რომელიც კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების პატივსაცემად გაიმართა.
კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს - კონფერენციის გახსნამდე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასს, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტებს, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებს გაესაუბრა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ვიზიტის ფარგლებში, პატივი მიაგო პარიზში ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ირაკლი ღარიბაშვილი ვოლტერის ბულვარზე, კაფე „ბატაკლანთან" მივიდა და საფრანგეთის ხელისუფლებას, ფრანგ ხალხს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი