საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-02-11

   

უნგრეთი რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლის თაობაზე საქართველოს მხარდაჭერას მოითხოვს, უნგრული „ექსიმ ბანკი" კი საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 50 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას გახდა ცნობილი.
ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში 9-10 თებერვალს იმყოფებოდა. ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციის წევრებს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი იშტვან მიკოლა, უნგრეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შანდორ საბო და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი დახვდნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს შეხვდა. ორმხრივი დიალოგის შემდეგ, პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. გაიმართა შეხვედრა უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ლასლო კოვერისთან. ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებოდნენ: ვიცე-პრემიერი,ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი,სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოგალერეა