საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერი რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-19

სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საქართველომ ანალოგიური ნაბიჯი რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში, ჯერ კიდევ 2011 წელს გადადგა.

„ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელს მსოფლიოში უვიზოდ, ყოველგვარი ბარიერების გარეშე გადაადგილებას. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. არც ერთი ნაბიჯი, როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ისე - საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული
ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ გადაგვიდგამს", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური