საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

თბილისი
2015 წლის 6 დეკემბერი

თქვენო აღმატებულებავ,
გილოცავთ პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.
სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო წლებში ჩვენ ქვეყნებს შორის თბილი და მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩვენი მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება, გავრცელდება ორმხრივი თანამშრომლობის ახალი სფეროებზე და, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ახალ საფეხურზე ავა.
თქვენო აღმატებულებავ,
კიდევ ერთხელ, გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას თქვენს წამოწყებებში, რომლებიც მიმართულია ჩვენი მეგობარი პორტუგალიელი ხალხისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ.
პატივისცემით,
ირაკლი ღარიბაშვილი

პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს
ანტონიუ კოშტას