საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ამოსაბეჭდი ვერსია

თბილისი
2015 წლის 6 დეკემბერი
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო,
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას 2015 წლის 4 დეკემბერს გუნეშლის საბადოს საზღვაო პლატფორმაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაზარალებულები.
ამ მწუხარების ჟამს ვუთანაგრძნობ ამ საშინელი ავარიის მსხვერპლთა ოჯახებს და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაზარალებულებს.
პატივისცემით,
ირაკლი ღარიბაშვილი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს
არტურ რასიზადეს