საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ამოსაბეჭდი ვერსია

თბილისი
2015 წლის 6 დეკემბერი
თქვენო აღმატებულებავ,
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას გუნეშლის საბადოს საზღვაო პლატფორმაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ და დაზარალდნენ ადამიანები.
ვუთანაგრძნობ ამ საშინელი ავარიის მსხვერპლთა ოჯახებს და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაზარალებულებს.
ამ მწუხარების ჟამს ჩვენ გვერდში ვუდგავართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და მოქალაქეებს.
პატივისცემით,
ირაკლი ღარიბაშვილი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს
ილჰამ ალიევს