საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა გაფართოებული ფორმატით ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-07

2

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე საუბარი გაგრძელდა გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შორის გაიმართა.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველო-ბულგარეთის მეგობრობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში და აღნიშნულ სექტორში ბულგარული ინვესტიციების ზრდის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის დღეს გაფორმდება.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობას საბორნე გადაზიდვების სფეროში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ტენდენციას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური