საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-06

აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაში ნავთობის პლატფორმაზე მომხდარმა ტრაგედიამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაკარგულები. ეს დიდი განსაცდელია ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხისათვის.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მინდა გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა ჩვენს მოძმე ხალხს, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე დღეებში ჩვენ ვდგავართ თითოეული აზერბაიჯანელის გვერდით და ვიზიარებთ მათ მწუხარებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური