საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ქართველ ძიუდოისტებს ამოსაბეჭდი ვერსია

 2015-12-05

ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს, ავთანდილ ჭრიკიშვილს და ნუგზარ ტატალაშვილს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებას. ავთანდილ ჭრიკიშვილმა ტოკიოში ძიგორო კანოს სახელობის გრან სლემის ტურნირში საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა. ჩვენ ყველანი ვამაყობთ მისი გამარჯვებით. ასევე მნიშვნელოვანია ნუგზარ ტატალაშვილის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი. ვუსურვებ მათ წარმატებებს და კიდევ ბევრ გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის სასახელოდ.

ირაკლი ღარიბაშვილი