საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ბრაზილიის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-24

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, სისერო მარტინს გარსიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მხარეებმა ისაუბრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.

მარტინს სისერო გარსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრაზილიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური