საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ამ ეტაპზე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავენ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-19

საქართველოში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება კონტროლდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაბამისი ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურებიდან, უსაფრთხოების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
„სიტუაციას ვაკონტროლებთ და კიდევ უფრო გავამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე ჩვენი სამსახურები რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ვერ ხედავენ, რაც კარგია, თუმცა საჭიროა მობილიზება და 24-საათიანი მუშაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ პარიზის ტერაქტებიდან გამომდინარე რთული ვითარებაა ევროპაშიც, სადაც ასევე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური