საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-18

თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას 2015 წლის 18 ნოემბერს ქალაქ იოლაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც იმსხვერპლა ათობით ადამიანის სიცოცხლე.
საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.
ამ მწუხარების ჟამს გარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხი მეგობარი ნიგერიელი ხალხისა და მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობელთა გვერდით დგას.
პატივისცემით,


ირაკლი ღარიბაშვილი


მის აღმატებულებას
ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტს
მუჰამადუ ბუჰარის