საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმრის წერილი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-16

ბატონო პრეზიდენტო,

შეძრწუნებული ვარ ტერორისტული აქტით, რომელმაც კიდევ ერთხელ შეძრა პარიზი, საფრანგეთი და მთელი მსოფლიო.
ჩემი ხალხის სახელით, და პირადად ჩემგან, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი - გვერწმუნეთ, ჩვენ თქვენ - საფრნგეთის მთავრობისა და ფრანგის ხალხის, დაღუპულთა ოჯახების გვერდში ვართ. ჩვენც, თქვენთან ერთად, ვგლოვობთ!
ჩვენ ყველა ერთად უნდა აღვუდგეთ წინ მომაკვდინებელ საფრთხეს, რომელიც ემუქრება მშვიდობასა და ჰუმანიზმს მთელს მსოფლიოში. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ ფრანგი ხალხისთვის.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს
ფრანსუა ოლანდს