საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება პარიზში განხორციელებული ტერაქტის გამო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-14

ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება მთელი ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორეს მხრივ გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების - ტერორიზმის წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.

საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში.

ირაკლი ღარიბაშვილი