საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამუშაო სადილი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-13

საქართველოსა და სლოვაკეთს გააჩნია დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა გაღრმავდეს და განვითარდეს,- ამის შესახებ სამუშაო სადილზე აღინიშნა.

სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის განმტკიცების იმედი გამოთქვეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური