საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი გერმანელ ხალხს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ბატონი ჰელმუტ შმიდტის ოჯახსა და გერმანელ ხალხს სამძიმრის წერილს უგზავნის.

"ჰელმუტ შმიდტი იყო ბრწყინვალე სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, რომლის პინციპულობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა გერმანიის უახლეს ისტორიაში და უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში.
დარწმუნებული ვარ, რომ კანცლერი შმიდტი სამუდამოდ დარჩება მთელს მსოფლიოში პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოღვაწეებისა და მოაზროვნეების მოგონებებში. მისი ხედვა იქნება შთაგონების წყარო კიდევ არაერთი თაობისთვის, მათთვის, ვინც საქმით ემსახურება ევროპაში ჰუმანიზმის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის იდეებს."- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური