საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი საქართველოში 2 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას ახორციელებს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-11

 

მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


საქართველოს თანაინვესტირების ფონდი საქართველოში ამ ეტაპისთვის $2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების საინვესტიცი პროექტებს ახორციელებს. პროექტების უმრავლესობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება. ესენია: მტკვარი ჰესი”; ონის ჰესების კასკადი”; „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“; რძის გადამამუშავებელი საწარმო და მერძევეობის ფერმა; „მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა“; A-კლასის სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“ (ყოფილი უნივერმაღის შენობა); „შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსი“; პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში 4 მრავალფუნქციური კომპლექსი; თბილისში ყველაზე მაღალი ტყუპი ცათამბჯენი „აქსის თაუერსი“; „ინოვაციური ტექნოლოგიების საპროცესინგო დატა ცენტრი“.

 


ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები. 2013-2015 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სულ მილიარდ 800 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა. 2013-15 წლებში განხორციელდა 87 სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომლის ჯამურმა ღირებულებამ - 62 000 000 ლარი შეადგინა. იაფი კრედიტით ისარგებლა 16 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა, სახელმწიფო საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებით გაიღო 68 მილიონი ლარი. 2016 წელს მოხდება 49 სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, დაგეგმილია 5 სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; დაფინანსებულია 139 ახალი სასოფლო სამეურნეო საწარმო,სადაც დასაქმდა 2992 ადამიანი, ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 102 მლნ აშშ დოლარს. სახელმწიფოს თანადაფინანსებით 2016 წელს დამატებით გაიხსნება 15-20 გადამამუშავებელი საწარმო. 2013, 2014 და 2015 წლებში 800 ათასამდე მცირემიწიანმა ფერმერმა მიიღო 306 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი მიწის დამუშავებისთვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად. ყოველწლიურად მუშავდება 210 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი. 2016 წელს სარგებელს მიიღებს დამატებით არანაკლებ 100-150 ბენეფიციარი თანამედროვე ბაღების გაშენების ხელშეწყობისთვის. აგროდაზღვევის შედეგად 2014-2015 წლებში გაცემულია 27 ათასზე მეტი პოლისი. 189 მლნ. ლარის ღირებულების მოსავალი, დაზღვეული ჯამური ფართობი შეადგენს 23,143 ჰექტარს, სააგენტოს მიერ დაფინანსებულია 13,545,034 ლარის პრემია. ქართული ჩაის წარმოების ხელშეწყობა - 2016 წლიდან დაიწყება 2 ეტაპიანი პროექტის განხორციელება. 2016 წლის განმავლობაში პლანტაციების რეაბილიტაციას მოხმარდება 3.5 მლნ. ლარი; პროექტის განხორციელებიდან 3 წლის შემდგომ ყოველწიურად დამატებით იწარმოება 1500-2000 ტონა ქართული ჩაი
.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური