საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამუშაო სადილი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-10

ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ სამუშაო სადილზე განაგრძეს.

საქართველოს მთავრობის მეთაური და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მთაწმინდაზე ფუნიკულიორის ტრამვაით ავიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პირველი ვიზიტით მყოფ ფედერიკა მოგერინის თბილისის ხედები დაათვალიერებინა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა თბილისის სილამაზესა და მის კოლორიტულობას.

სამუშაო სადილს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური