საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-09

წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს 12 ავტომანქანა 3 კერძო პირს დაუბრუნდება. მისივე განმარტებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ დაიბრუნოს სახელმწიფოსგან უსამართლოდ მიტაცებული ქონება.

„დღეს 12 ავტომანქანა დაუბრუნდება 3 კერძო პირს, რომლებსაც 2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით გადააცემინა ეს მანქანები. ამ მეტად რთულ საქმეს ეტაპობრივად ვაგვარებთ," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური