საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამუშაო სადილი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-06

ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიულ საკითხებზე საუბარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის, სამუშაო სადილზე გაგრძელდა. აზერბაიჯანის დელეგაციას, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელმძღვანელობს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური