საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამუშაო საუზმე წამყვან ლიტველ ბიზნესმენებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-05

1

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და წამყვანი ლიტვური კომპანიების ხელმძღვანელების შეხვედრის მთავარი თემა.

ლოჯისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ტვირთისა და სარკინიგზო გადაზიდვების, წყლის და ნარჩენების მართვის სფეროს წარმომადგენელ წამყვან ლიტველ ბიზნესმენებს საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო საუზმეზე შეხვდა.

კომპანიები, რომლებიც კლაიპედას პორტში ოპერირებენ; ICT ინდუსტრიის წარმომადგენლების ასოციაცია INFOBALT, რომელიც 140-ზე მეტ წევრს აერთიანებს; სახელმწიფო რკინიგზის ინფრასტრუქტურის მართვის კომპანია Lietuvos geležinkeliai (AB „Lietuvos geležinkeliai") და ლიტვის ლოჯისტიკის ეროვნული ასოციაცია LINEKA - ეს იმ წამყვანი კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელთა პირველი პირები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

სამუშაო საუზმე ლიტვის მრეწველთა კონფედერაციის პრეზიდენტის, ლიტვის მთავრობის ყოფილი კანცლერის, ლიტვაში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eika-ს საბჭოს თავმჯდომარე რობერტას დარგისის და ლიტვის მრეწველთა კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ არუნას ლაურინაიტისის ორგანიზებით გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური