საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლიტველმა კოლეგამ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლიტველმა კოლეგამ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ალგირდას ბუტკევიჩიუსს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით უწევს.
ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საქართველო-ლიტვის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს.
ოფიციალურ ვახშამზე საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრებმა, ლიტვაში საქართველოს საპატიო კონსულის დამადასტურებელი მოწმობა კაზიმირას მუსტეიკისს გადასცეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური