საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-04

საქართველო-ლიტვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა.

ირაკლი ღარიბაშვილს ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ლიტვის მთავრობის სასახლეში უმასპინძლა.
მხარეებმა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ხვალ გაიმართება.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ასევე სამაგალითო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ასევე, აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური