საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დაიწყო.

ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ლიტვის ეკონომიკის მინისტრი ევალდას გუსტასი დახვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვას სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში შედიან - საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.

პრემიერ-მინისტრიოს პრესსამსახური