საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ხელმოწერის ცერემონია ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-02

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს - "საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე".
გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, ინვესტიციების განხორციელებას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას და კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური