საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა აზერბაიჯანს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-02

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ აზერბაიჯანის მმართველ პარტიას „ახალ აზერბაიჯანს", ვულოცავ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს.

აზერბაიჯანის წინსვლა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობის განმტკიცებისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

მჯერა, რომ აზერბაიჯანი ადგას იმ გზას, რომელიც ემსახურება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევას.


საქართველის პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი