საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-29

ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იუვალ ფუქსის შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის გაფორმებული შეთანხმებებისა და საერთო პროექტების განხორციელების გააქტიურებულ პროცესს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური