საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქ კოლეგას რესპუბლიკის დღეს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

 

2015-10-29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თურქ კოლეგას, აჰმედ დავუთოღლუს რესპუბლიკის დღეს ულოცავს და თურქეთის რესპუბლიკას მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

მთავრობის მეთაური ხაზგასმით აღნიშნავს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მათი გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთს შორის წარმატებით ვითარდება რიგ სფეროებში, რაც განსაკუთრებული მეგობრობის უტყუარი გამოხატულებაა. გიდასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, საერთო ინტერესების ყველა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში, რომელიც თურქეთის პრემიერ-მინისტრს გაეგზავნა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური