საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ვემიჯნებით პარლამენტის წევრის პირად მოსაზრებებს სტალინთან და რუსთავი2-თან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-28

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის - ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია „რუსთავი2-თან" დაკავშირებით. ასევე, ვემიჯნებით დეპუტატის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით. 

კოალიციას აქვს მტკიცე პოზიციებიასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით და ჩვენ ეს პოზიციები საჯაროდ გვაქვს გაცხადებული.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება დამიგვაჩნია, რომ „რუსთავი-2-თან"დაკავშირებით ობიექტური,მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომუნდა გამოიტანოს.

ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული საბჭოთა წარსული. ჩვენ დარწმუნებული ვართ,რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი - ეს არის სწორი გზა და იგი პრინციპულად განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რომელშიც ათეულიწლების განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება.

ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ.