საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ჯასტინ ტრიუდოს კანადის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-28

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯასტინ ტრიუდოს კანადის პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს. საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივი პარტნიორობის გაფართოებისა და გაძლიერების იმედს გამოთქვამს და კანადელ კოლეგას საქართველოში ეპატიჟება.

„ჩვენ კანადას საქართველოს მეგობრად და მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას განსაკუთრებულ მნიშვნელოვნებას ვანიჭებთ. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, თუ როგორ ვაფასებთ კანადის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივ და უცვლელ მხარდაჭერას და მდგრად პოზიციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვადის განმავლობაში ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება, რათა მოიცვას ჯერ კიდევ გამოუყენებელი შესაძლებლობები,"-ნათქვამია მისალოც წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური