საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მადლობა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-22

,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ჩატარებისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა იმ უწყებას და ორგანიზაციას, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. ,,საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ფორუმის ორგანიზებაში და მის წარმართვაში, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ. მაღალი სტანდარტებით ჩატარებული ღონისძიება, ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის და ამაში დიდია ორგანიზატორების წვლილი"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური