საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა კატარის ახალ ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველო-კატარის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ ელჩს წარმატებები უსურვა.

მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფა საქართველოში კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2015 წლის ივლისის თვეში დაინიშნა. მას დამთავრებული აქვს ტუნისის რესპუბლიკის ალ-მანარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მუშაობდა კატარის საელჩოში ტრიპოლში, ტუნისსა და რომში. ბოლო წლებში მუშაობდა საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში მინისტრის თანაშემწის ოფისში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური