საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა კომპანია Jindal Steel and Power–თან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Jindal Steel and Power-ის დირექტორს მანიშ ხარბანდას შეხვდა. საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.

ენერგიის და ფოლადის მწარმოებელი ინდური კომპანია Jindal Steel and Power მოღვაწეობს აფრიკაში, ავსტრალიაში, ინდონეზიასა და ახლო აღმოსავლეთში. 2014 წლის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალმა მიაღწია 3.2 მილიარდ დოლარს, დასაქმებული ჰყავს 15 ათასამდე ადამიანი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური