საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ჩერი ბლერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-13

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ტონი ბლერის მეუღლის, ცნობილი ბრიტანული იურიდიული კომპანია „Omnia Strategy"-ის ხელმძღვანელის, ჩერი ბლერის შეხვედრაზე აღინიშნა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩერი ბლერს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა საუბარი არაოფიციალურ გარემოში, ადმინისტრაციის ვერანდაზე განაგრძეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. ჩერი ბლერი საქართველოში პირველად იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური