საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას ულოცავს.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბელარუსის პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ბელარუსის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ჩემი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური