საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ სამიტზე ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ ISIL-ისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ლიდერთა სამიტს დაესწრო. სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. სამიტის მონაწილეებმა ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს და სამოქმედო გეგმები დასახეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური