საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-28

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორ ესოზიმნა გნასინგბეს არაღიარების პოლიტიკისთვის, ასევე დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური