საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის გახსნას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ცერემონიაზე მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გახსნამდე, პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, სახელმწიფოების მეთაურებს დახურულ მიღებაზე უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბილ კლინტონს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური