საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ქართული პროდუქცია ნიუ იორკის Chelsea Market-ში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-27

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia იმართება. ნიუ იორკში Chelsea Market-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია.

გამოფენაზე, რომელიც Chelsea Market-ში სამი დღე გრძელდება, წარმოდგენილია სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები, თანამედროვე დიზაინერების პროდუქცია. დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს საქართველოს ისტორიას, დააგემოვნოს ადგილზე ქართული საკვები და ღვინო.

გამოფენა-გაყიდვა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების კუთხით ქვეყნის სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.

სტენდებზე წარმოდგენილი პროდუქცია დამთვალიერებლებსა და შეძენის მსურველებს საშუალებას აძლევს ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურულ და ისტორიულ შტრიხებს, რაც უცხოელი სტუმრების მხრიდან საქართველოსადმი სამომავლო ინტერესის გაღვივებასა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

Chelsea Market-ს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტებიც სტუმრობდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდები მოიკითხა და მათ წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური