საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ეკონომიკური საბჭოს სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-23

საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტი, მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და ლარის კურსის გამყარების ტენდენცია იყო ეკონომიკური საბჭოს სხდომის მთავარი თემები, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს წევრებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარადგინა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ 2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში; ეკონომიკა 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური