საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-23

უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვის გამო. თანავუგრძნობ და ვიზიარებ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს, ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაანელებს.

ჩვენ სამშობლოსათვის თავდადებული კიდევ ერთი ვაჟკაცი დავკარგეთ, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისათვის ბრძოლას შეეწირა. ქედს ვიხრი და პატივს მივაგებ მის ხსოვნას, სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს, რომელიც არასოდეს დაივიწყებს თავისი გმირების სახელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი