საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

მთავრობამ ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ვასილ ყულჯანიშვილი ოჯახს, მომხდარ ტრაგედიას უსამძიმრებს.

მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილის ხსოვნას.

მთავრობის მეთაურის დავალებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს, ფინანსთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, დაკრძალვის ხარჯებს კი თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
„ეს მართლაც ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის და მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავღანეთში პატრულირებისას დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური