საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-17

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე.

კომისიის 53-ე სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კომისიის წევრებმა განიხილეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესები და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის საკითხები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის გააქტიურების მნიშვნელობას.
მთავრობის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან შესაბამისი დავალებები მიიღეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური