საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სამზადისი დასასრულს უახლოვდება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-17

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სამზადისი დასასრულს უახლოვდება, - საორგანიზაციო საკითხები კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფიციალური ვებ-გვერდი www.tbilisisilkroad.ge, რომელზეც ფორუმში მონაწილეობის მსურველებს, როგორც დარეგისტრირება, ასევე - ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში, მაღალი რანგის წარმომადგენლობით მონაწილეობა, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე - ბიზნესის კუთხით, არაერთმა ქვეყანამ დაადასტურა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უკვე 200-ზე მეტი ბიზნესმენი დარეგისტრირდა. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები.

აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა, თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს. ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროში, ასევე ბიზნესებს შორის კავშირებისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური