საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი სოფელ შემოქმედში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-15

გურიის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ შემოქმედის რეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სოფელ შემოქმედის ცენტრში მიმდინარეობს პარკის კეთილმოწყობა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 82 000 ლარს შეადგენს. პარკის მშენებლობა 2015 წლის ივნისში სამშენებლო კომპანია „პლაზმამ" დაიწყო.

ამ ეტაპზე, სოფელ შემოქმედში აღდგენილია 2014 წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა, აგებულია 600-მეტრიანი ნაპირსამაგრი. სტიქიით დაზიანებულ ტერიტორიაზე, შემოქმედის ცენტრში, მოწყობილია სკვერი განათებით, ფერადი და მუსიკალური შადრევნით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური