საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პირველად, ისტორიაში, თბილისს, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-14

თბილისს, პირველად, მიწათსარგებლობის დეტალური გენერალური გეგმა ექნება, - დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის ძირითადი დოკუმენტის შექმნის მიზნით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული მსხვილი საერთაშორისო კონსორციუმი უკვე გამოვლენილია.

საუკეთესო საკონკურსო წინადადების შერჩევა-შეფასების პროცესში, დედაქალაქის მთავრობას კონსულტაციას უწევდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC.
ანგარიში კონკურსის შესახებ, დედაქალაქის მერმა და კომპანია PWC-ის წარმომადგენლებმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს.
მთავრობის მეთაური გენერალური გეგმის შექმნის მიზნით გამოცხადებული კონკურსით მსხვილი კომპანიების დაინტერესებას მიესალმება და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ თბილისს, ისტორიაში პირველად, სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სრულყოფილი დოკუმენტი ექნება.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის მიზნით გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში 11-მა მსხვილმა კონსორციუმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთი საუკეთესო შეირჩა. გამარჯვებულს თბილისის მერი დავით ნარმანია მიმდინარე კვირაში დაასახელებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური