საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

384 დევნილ ოჯახს ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-14

384 დევნილ ოჯახს ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის ეკონომიკისა და ლტოლვილთა მინისტრებს მადლობა გადაუხადა.

2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 10 ათასმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური